სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ- 19-ს 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 167 726 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 109 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 159 350-ია.