დღეს ახალქალაქის ცენტრში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა საზღვრების გახსნის მოთხოვნით, რათა ადგილობრივ მოსახლეობას სამუშაოდ წასვლის და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ. აქციის მონაწილეებს ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი შეხვდა.
საპროტესტო აქციას, რომელიც დღეს ახალქალაქში 13:00 საათის შემდეგ ჩატარდა, ისევე, როგორც 31 იანვარს, ორგანიზატორი არ ჰყავდა და გეგმა არ ჰქონდა, თუმცა ამჯერად ჟურნალისტებმა, რომლებიც თბილისიდან ჩამოვიდნენაქციის მონაწილეები ახალქალაქის მერიაში საქართველოს პარლამენტში ახალქალაქის დეპუტატთან სამველ მანუკიანთან შეხვედრაზე გააგზავნეს. დეპუტატი ადგილზე არ აღმოჩნდა. ჟურნალისტები ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს დაუკავშირდნენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს, მათ ყველას გამოსვლა მოითხოვეს. ამის შემდეგ, პროტესტის მონაწილეებთან გამოვიდა მერის მოადგილე, არმენ მარანგოზიანი, რომელმაც პროტესტანტებთან საუბრის შემდეგ მათი მოთხოვნები მერს გადასცა. ამის შემდეგ, მოქალაქეებს ახალქალაქის მერი შენობის მესამე სართულზე, ვიწრო დერეფანში შეხვდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებსაც პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო აწყდებიან.
ჯავახეთში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ახალქალაქის მერიაში შევიდნენ
შეხვედრის შემდეგ JNEWS-თან საუბრის დროს უნანიანმა კომენტარი გააკეთა.
«მოსახლეობის ძალიან კარგად მესმის, რთული სიტუაციაა. დღესდღეობით საზღვრები დაკეტილია, ვისთვის? ჩვენთვის! მოსახლეობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ძალიან სწორ ნაბიჯს დგამს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვაქვს- ეს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ჩვენ ვფიქრობთ პანდემია, რომ არ გავრცელდეს, ამ სიტუაციიდან რომ გამოვიდეთ. ნახეთ, 1-ლი თებერვლიდან რეგულაციები შეიცვალა, რაღაცეები შეცვალეს, შეიძლება 10-15 დღეში საკოორდინაციო საბჭო ისევ შეიკრიბოს, ისინი ნახავენ რა შესაძლებლობები იქნება და შეზღუდვები ეტაპობრივად, გაზაფხულამდე მოიხსნება, მე ასე ვფიქრობ. სიტუაცია გვიჩვენებს, რომ დაავადებების შემთხვევები შემცირდა», – განაცხადა ახალქალაქის მერმა.