დღეს, 27 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა, ხოლო ნინოწმინდაში სამი ფაქტი გამოვლინდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4461 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 324 ახალქალაქში და 148 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
2 – ახალციხეში
4 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
1 – ბორჯომში
3 – ნინოწმინდაზე
2 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 244 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 78
ახალქალაქი – 7
ბორჯომი – 95
ნინოწმინდა – 4
ასპინძა – 42
ადიგენი – 18
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 76 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 095 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 41 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 138 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.