საქართველოში, ამ ღამით, უცნობი პირები სომხური სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო მანქანას დაესხნენ თავს. როგორც საქართველოში სომხეთის საელჩოდან გვაცნობეს, თავდამსხმელებმა სატვირთო მანქანის შუშები ჩაამსხვრიეს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

“დღეს, შუაღამის შემდეგ, საქართველოში, ქვემო ფონიჭალაში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, უცნობმა ადამიანებმა სომხურ სანომრე ნიშნებიან სატვირთოს ქვები დაუშინეს, ჩაამსხვრიეს მანქანის წინა და გვერდითი შუშები და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.

შემდეგ სატვირთო მანქანები საპატრულო პოლიციის თანხლებით ქართულ-სომხურ საზღვრამდე მივიდნენ და საზღვარი გადაკვეთეს.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

საქართველოში სომხეთის საელჩო საქართველოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მუდმივ კონტაქტშია, იმავდროულად, აქტიურად თანამშრომლობს დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით, ასევე, მსგავსი ინციდენტები განმეორების აღმოფხვრაზე”, – გვაცნობეს საქართველოში სომხეთის საელჩოდან.