2021 წლის პირველივე დღეს, ახალქალაქის საავადმყოფოში ბიჭი დაიბადა, პირველიდან 22 იანვრის ჩათვლით კი, სულ 28 ბავშვი დაიბადა. ამ პერიოდშივე მუცლის მოშლის 4 შემთხვევა დარეგისტრირდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ იანვარს ახალქალაქში ორი ბავშვი – ბიჭი და გოგო დაიბადა. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ახალქალაქში შობადობის ზრდა არის. თუკი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 26 დეკემბრამდე 404 ბავშვი დაიბადა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 425-ს შეადგენს.