ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრი არარეალიზებული კარტოფილია, მყიდველი ჯერჯერობით ცოტაა, თუმცა, ადგილობრივი გლეხების თქმით, წინსვლა იგრძნობა, მუნიციპალიტეტში კლიენტებს შეხვდებით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავალი ჯერჯერობით რეალიზებული არ არის. შემოდგომით მოსავალი ძალიან ცოტა ფერმერმა გაყიდა. ზოგადად, მუნიციპალიტეტში შემოდგომით მოსავალს ის ფერმერები ყიდიან, რომლებსაც ფინანსები სასწრაფოდ სჭირდებათ, ხოლო დანარჩენები, ძირითადად მოსავალს გაზაფხულისთვის იტოვებენ, ძვირად გაყიდვის იმედით.

ბოლო წლებში, ზოგიერთი დიდი ფერმერი მოსავალს შემოდგომით ყიდის, რადგან ეს უფრო მომგებიანად მიაჩნიათ, ვიდრე შენახვა და გაზაფხულზე ძვირად გაყიდვა.

სოფელ ჩამდურელმა ფერმერმა მოსავალი შემოდგომით გაყიდა და მიაჩნია, რომ სწორად მოიქცა.

“უკვე გაძვირება აღინიშნება, ძველით-ახალი წლის შემდეგ, კლიენტებმა მოსვლა დაიწყეს. ისინი ქართველები არიან. ჩემი კარტოფილი გავყიდე, მაგრამ რაიონში ბევრი არარეალიზებული კარტოფილია. ვფიქრობ,არ უნდა გვეშინოდეს, რომ მოსავალი დაგვრჩება. განსაკუთრებით თუ ხარისხიანია. ხარისხიან კარტოფილს ფერმერები 70 თეთრად ყიდიან, ხოლო საშუალო ხარისხის კარტოფილი დაახლოებით 50 თეთრად იყიდება”, – აცხადებს ფერმერი.

სოფელ კიროვაკანის მცხოვრები, ეღიშ ეგიზარიანმა მოსავალი შემოდგომით 1 კგ – 60 თეთრად გაყიდა და ამბობს, რომ არ ღირს დატოვება, თუკი მყიდველი არის.

“რა საჭიროა დატოვება, აზრს ვერ ვხედავ, იმისთვის ვთესავთ, რომ გავყიდოთ. უკვე, რამდენიმე წელია შემოდგომით ვყიდი”, – ამბობს ეღიშ აგაზარიანი.

შეძლებულ ფერმერებს მუდმივი კლიენტები ჰყავთ, რომლებიც საბითუმოდ ყიდულობენ, ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. იაფადაც, რომ გაყიდონ თვითღირებულებას დაფარავენ.

კლიენტები კარტოფილს თავიდან ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში ყიდულობდნენ, შემდეგ კი, უფრო შორს მდებარე სოფლებშიც შევიდნენ. ამ სოფლების მოსახლეობა ასეთ რიგითობას მიჩვეულია და ელოდებიან, როდის გაიყიდება მათი კარტოფილი.

სოფელ ოლავერდიდან ოვიკ გილოიანს 30 ტ გასაყიდი კარტოფილი აქვს. მან კარტოფილი 5 ჰა ფართობის მიწაზე დათესა.

“მყიდველი არ არის. სოფელში ყველას აქვს კარტოფილი. აქ მყიდველები არ მოდიან. ჩვენთან ცუდი გზების გამო არ მოდიან. ისინი ბოლოს მოდიან ჩვენთან, სანამ ახლოს მდებარე სოფლებში მოსავალი არ გათავდება. ჩვენი მოსავალი მუდამ სხვა ქალაქებში მიგვაქვს გასაყიდად, შემოდგომითაც არ მოდიან ჩვენთან, ჩვენს სოფელში ძალიან იშვიათად მოდიან. შემოდგომით თბილისში გავყიდე”, – ამბობს სოფელ ოლავერდიდან ფერმერი ოვიკ გილოიანი.

სოფელი ალათუმანიც ქალაქიდან შორს მდებარეობს. სოფელ ალათუმანიდან მაკბეტ ტონოიანს 5 ტ კარტოფილი აქვს გასაყიდი.

“სოფელში ძალიან ბევრი კარტოფილია, მყიდველი ცოტაა, ვინც მათ ნახავს, ყიდის. ყველაზე კარგი კარტოფილი 50-55 თეთრად იყიდება. შემოდგომით საერთოდ არ გამიყიდია, ტრანსპორტი არ გვყავს, რომ სხვა ქალაქებში წავიღოთ, ამიტომ იძულებით ველოდები, სანამ თვითონ მოვლენ. არიან ადამიანები, რომლებსაც ახალციხეში მიაქვთ და ყიდიან. დაშორებულ სოფლებში გვიან მოდიან, თავიდან ახლო სოფლებიდან ყიდულობენ და შემდეგ ჩვენთან მოდიან”, – ამბობს მაკბეტ ტონოიანი.