საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში დიდთოვლობის გამო არც ერთი გზა არ არის დაკეტილი. დღეს ღიაა რუსეთისკენ მიმავალი სტეფანწმინდა-ლარსის გზა, მაგრამ მხოლოდ მანქანებისთვის. გახსნილია ახალქალაქის კარწახთან დამაკავშირებელი და თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა.
თბილისში თავისუფლად შეგიძლიათ მოხვდეთ ფარავნის უღელტეხილით, ნინოწმინდა-წალკის გზა გახსნილია.