დღეს, 19 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4345 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 323 ახალქალაქში და 142 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
13 – ახალციხეში
11 – ადიგენში
1 – ახალქალაქში
21 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
3 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 273 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 101
ახალქალაქი – 14
ბორჯომი – 98
ნინოწმინდა – 1
ასპინძა – 28
ადიგენი – 31
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში არავინ იმყოფება, კოვიდ სასტუმროში 2 პაციენტია, ხოლო კოვიდ კლინიკაში რჩება 83 პაციენტი.
საერთო ჯამში, რეგიონში 3 928 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 22 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. კვლევაში რჩება 36 ნიმუში.