მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 232 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.76 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 209 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 43.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.6 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.