სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 2 802 ტესტი გაკეთდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 4 211 ადამიანი მკურნალობს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 169 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 161 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 147 პაციენტი კი გარდაიცვალა.