28 სექტემბერს, დაახლოვებით 7:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ღარაბახის და აზერბაიჯანის ძალების გადამკვეთი ხაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით “TOS”-ის მძიმე ცეცხლსასროლი ტექნიკა გამოიყენეს. აღნიშნულის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მოადგილე, შუშან სტეფანიანი გვაცნობებს.
“მოწინააღმდეგემ, რომელმაც ცოცხალი ძალისა და საომარი ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, დღეს, დაახლოვებით 7:30 საათზე, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით “TOS” მძიმე ცეცხლსასროლი ტექნიკა გამოიყენა. “TOS”-ის გამოყენების შედეგად სომხურ მხარეს დანაკარგი არ აქვს”,- აღნიშნა მან.
სტეფანიანის თქმით, ღამის განმავლობაში ბრძოლა სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა, ხოლო დილით ადრე მოწინააღმდეგემ შეტევითი ქმედებები განაახლა და საარტილერიო საშუალებები და ჯავშანგამტანი ტექნიკა გამოიყენა.
სომხური ქვედანაყოფები აზერბაიჯანის ქვედანაყოფების ხელყოფას თავდადებით წინააღმდეგობას უწევენ და შესაბამის ქმედებებს ახორციელებენ, რითაც მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობასა და ტექნიკაზე მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ, აღნიშნა სტეფანიანმა.
მან დაამატა, რომ არცახის თავდაცვის არმიამ აქამდე დაკარგული პოზიციები აღადგინა, რის შემდეგაც მოწინააღმდეგის მხრიდან, რამდენიმე ათეული დაღუპული, სომხურ მხარეზე რჩება.
27 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანი თავს დაესხა არცახის რესპუბლიკას (მთიანი ღარაბახის რესპუბლიკა), ბრძოლა მიმდინარეობს ძალების გადაკვეთის მთლიან ხაზზე. აზერბაიჯანის უპილოტო მფრინავი აპარატების დარტყმების შედეგად დაზიანდა საქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის- მთიანი ღარაბახის რესპუბლიკის დედაქალაქი, სტეფანაკერტი. სომხურ მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალი და ბავშვია გარდაცვლილი.