გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 631 ტესტი ჩატარდა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, 2 636 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 224 728 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 506 ადამიანი.