სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 331 შემთხვევა გამოვლინდა, 894 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
9 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 271 205 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 247 553 პაციენტი გამოჯანმრთელდა.