ამჟამად ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე მთიანი ყარაბაღის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია იმართება ლოზუნგით “ჯავახეთი ყარაბაღის მხარდასაჭერად”.
სტადიონზე, რამდენიმე ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. გამოფენილია მთიან ყარაბახში საბრძოლო ქმედებებში დაღუპული ჯავახი ჯარისკაცების ფოტოები.
აქციის ორგანიზატორებს სურთ შეგროვებული სახსრებისა და სხვა მატერიალური დახმარების შეჯამება, რომელიც ახალქალაქში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ დახმარების შეგროვება ამის შემდეგაც გაგრძელდება.
აქციის შემდეგ მონაწილეები მსვლელობით სურბ ხაჩ ეკლესიისკენ გაემართებიან, სადაც საერთო ლოცვა ჩატარდება და სანთლებს დაანთებენ.