საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 934 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, 3 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი, გარდაიცვალა 34 ადამიანი.