ხვალ, 15 იანვარს, Georgian airways კომპანია თბილისი-ერევანი-მოსკოვში
ქართული ავიაკომპანია Aircompany Armеnia პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით რეისს კორონავირუსის დაწყებიდან პირველად გან
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო რეისები 2019 წლის 8 ივლისიდან შეაჩერა, დღემდე ქვეყნებს შორის ავიაკავშირი, მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით ხორციელდება.
2020 წლის მარტში, პანდემიის გამო, საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები დაკეტა, განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით, ავიამომისვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. ამ ბოლოს ხელისუფლებამ 2021 წლის 31 იანვრამდე რეგულარული რეისების აღდგენაზე აკრძალვა კვლავ განაგრძო.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან, რვა დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ. საზღვრის გადაკვეთის დროს მათ PCR-ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ, რომელიც უკანასკნელ 72 საათში იქნება გაკეთებული. თუკი მგზავრს ტესტის პასუხი არ ექნება, ის 12 დღის განმავლობაში იქნება თვითიზოლაციაში. თუკი თვითიზოლირების შესაძლებლობა არ არის, მას საკარანტინე ზონაში მოათავსებენ.
იგივე წესი მოქმედებს ესპანეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, შვედეთის, ხორვატიის, იტალიის, კვიპროსის, სლოვაკეთის, ისლანდიის მოქალაქეებზე.
თვითიზოლაცია და კარანტინი არ ეხებათ უცხო ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციის წევრებს, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით არიან ჩამოსული საქართველოში. მათ სასაზღვრო პუნქტებზე PCR-ტესტის შედეგი უნდა წარადგინონ, რომელიც უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში იქნება გაკეთებული.
კარანტინი ასევე არ ეხებათ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს, ასევე იმ პირებს, რომლებსაც ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის საბუთი აქვთ. მათ PCR-ტესტის შედეგი უნდა წარადგინონ, რომელიც საქართველოში შესვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში იქნება გაკეთებული, ან საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ ტესტირება. ეს ხალხი კარანტინს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაივლის, თუკი სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომელიც გამგზავრებამდე უნდა შეივსოს, აღნიშნული იქნება, რომ ევროკავშირის ამ ხუთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაემგზავრნენ.
ზემოაღნიშნული კატეგორიების გამოკლებით, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვა, ასევე, არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე და მათი ოჯახის წევრებზე, პირებზე, რომლებიც ჰუმანიტარული მისიით არიან ჩამოსული – თუკი მსგავსი მისიის აუცილებლობა არის დღის განრიგში (ექიმები, მოხალისეები), მძღოლები, რომლებიც საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილეობენ, საერთაშორისო რკინიგზის გადაზიდვების პერსონალზე და საჰაერო ეკიპაჟის წევრებზე.
ამასთანავე, რუსეთში 2021 წლის პირველი იანვრიდან ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ჩინეთის და კიდევ 47 სახელმწიფოს მოქალაქეს ელექტრონული ვიზით შეუძლიათ შესვლა და პრაქტიკულად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილება.