ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქუჩების მოასფალტების პროგრამა 2021 წელს გრძელდება. ქალაქის 9 ქუჩის 2840 მ სიგრძის მოასფალტებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ქალაქის ქუჩების მოასფალტების პროგრამას 2021 წელს განაგრძობს. 9 ქუჩის ზოგიერთი ნაწილის მოასფალტებაზე ტენდერი 2021 წლის პირველ იანვარს გამოცხადდა. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 28 იანვარია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად 1 330 584 ლარი გამოყო. ქალაქის ქუჩები ნაწილობრივ და ეტაპობრივად გარემონტდება.
წლეულს შემდეგი ქუჩები გარემონტდება:
საიათ ნოვას ქ. – 580 მ
აივაზოვსკის ქ. – 320 მ
ისაკოვის ქ. – 330 მ
მიასნიკიანის ქ. – 269 მ
გაგარინის ქ. – 600 მ
მიქელაძის ქ. – 220 მ
ბარათაშვილის ქ. – 117 მ
გინოსიანის ქ. – 228 მ
ჯივანის ქ. – 176 მ.
2020 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქუჩების მოასფალტებისთვის 844 260 ლარი დაიხარჯა, საერთო ჯამში ქალაქის ქუჩების 10 მონაკვეთი იყო ასფალტირებული: დავით აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარები, თავისუფლების, პუშკინის, ბაგრამიანის და ძერჟინსკის ქუჩების მონაკვეთები.
ნინოწმინდაში, შარშან, ასევე, რამდენიმე სოფლის გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა წლეულსაც გრძელდება.