ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა COVID-19-ით.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 159 798 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 2 836 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 143 640 პაციენტი.
ქვეყანაში კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გამოცხადდა.