დღეს ახალქალაქში საახალწლო ნაძვის ხის დამონტაჟება დაიწყო. მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებს ახალქალაქის სერცისცენტრი ახორციელებს. გადაწყდა, რომ საახალწლოდ წლეულს ქალაქი მოკრძალებულად და მინიმალური დახარჯებით მოირთოს.

elka 2

ყოველ წელს ქალაქის საახალწლო მორთულობაზე ტენდერი ცხადდება.  მერიის განკარგულებით, წლეულს საახალწლო ნაძვის ხეს ახალქალაქის სერვისცენტრი დაამონტაჟებს. ნაძვის ხის მონტაჟის, დემონტაჟისა და მორთულობისთვის 3 000 ლარი გამოიყო.

გადაწყდა, რომ წლეულს, ქალაქი შარშანდელი მორთულობებით დაკმაყოფილება. წელიწადი რთული გამოდგა. ერთი მხრივ, მთიან ყარაბაღში ტრაგიკული მოვლენები, რომელმაც ახალქალაქელებში აპათია გამოიწვია და საყვარელი დღესასწაულის აღნიშვნის სურვილის გააქრო; მეორე მხრივ, კორონავირუსის ეპიდემიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დიდი დარტყმა მიაყენა.

აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზოგიერთ გზაჯვარედინზე ჩამოკიდეს განათება. განათება გაკეთდა ასევე ქალაქის პარკის გარშემო, რომელთა დაზიანება ვანდალებმა, უკვე რამდენჯერმე მოასწრეს. ასევე, დამონტაჟდება «2021»-ის განათებული ილუსტრაცია.

elka1