დღეს, 10 ნოემბერს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის 21 შემთხვევა გამოვლინდა.
დღეისათვის ახალქალაქის საზოგადოებრივო ჯანმრთელობის ცენტრმა 372 ანტიგენის ტესტი და 22 PCR-ტესტი გააკეთა, რის შედეგადაც 21 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.
კარანტინის რეჟიმში 300-მდე ადამიანი იმყოფება. მუნიციპალიტეტში ვითარება უარესდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კოვიდ სიტუაციის ასეთი მკვეთრი გაუარესების მიზეზად და მის ხანგრძლივობას ასახელებენ იმ ფაქტს, რომ დაავადებულთა უმრავლესობა, განსაკუთრებით მსუბუქი ავადმყოფობის მქონე, მალავდნენ და სხვებთან ურთიერთობას განაგრძობდნენ.
რაც შეეხება სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, ეს უკანასკნელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. სკოლებიდან 9 ნოემბრიდან მხოლოდ ქალაქის N4 სკოლა მუშაობს დისტანციურად. მე-3 სკოლაში კი, კორონავირუსი დღეს ერთ მასწავლებლს დაუდასტურდა. დაიკეტება თუ არა სკოლა ონლაინგაკვეთილებისთვის, ხვალ, 11 ნოემბერს განიხილება.