ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლემ, მოკრივე გორ აივაზიანმა ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველობაში, რომელიც თბილისში გაიმართა, თავისი მეტოქე დაამარცხა და ბრძოლას გააგრძელებს მთავარი ჯილდოს – ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის.
3 ივლისს თბილისში ახალგაზრდულ კრივში ევროპის პირველობა დაიწყო. მასში მონაწილეობს ახალქალაქელი მოკრივე, გორ აივაზიანი, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლე. მისი მწვრთნელია გაგიკ ელიზბარიანი. გორ აივაზიანი 46 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
დღეს მისი პირველი ბრძოლა შედგა, მან აზერბაიჯანელი ტოფიგ გულიევი 5:0 ანგარიშით დაამარცხა და ბრძოლას გააგრძელებს ჩემპიონის წოდებისთვის.
8 ივლისს გაიმართება გორ აივაზიანის მეორე ბრძოლა. ევროპის ჩემპიონატი 13 ივლისამდე გაგრძელდება.