20 ნოემბერს GIPA Media Lab-ის ონლაინ-დაჯილდოება გაიმართა. ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდებმა საპრიზო ადგილები დაიმსახურეს.

წელს COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელებამ შეიტანა ცვლილებები როგორც პროექტის განხორციელებაში, ასევე GIPA Media Lab 2020-ის დაჯილდოების ცერემონიაში. უკვე რამდენიმე წელია პროექტი წარმატებით ხორციელდება ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. წელს დაჯილდოვება ორი მიმართულებით მიმდინარეობდა და ვიდეო და მულტიმედია მოიცვა.

– ჟანნა ჩოგანდარიანისა და ჰასმიკ ავაგიანის Short-ვიდეომ, სახელწოდებით “ჩაკეტილი ოცნებები” მე-2 ადგილი დაიკავა;
– ტათევ თუმასიანის, ვილიამ გაზარიანის და ანდრეას პარონიანის ვიდეომ “ახალქალაქის უსახლკარო ძაღლები” ასევე მე-2 ადგილი დაიკავა;
– ვიოლეტა სარგსიანისა და ჯულიეტა მანველიანის ვიდეომ “წყალი სიცოცხლეა” მე-3 ადგილი დაიკავა.

Short-ვიდეოს სპეციალური პრიზი დაიმსახურა ნარინე ტონაკანიანის ნამუშევარმა, სეხელად “ახალქალაქის ხელოსანი”. განსაკუთრებულებს შორის გამოიყო აშხენ ხაჩატრიანის “პატარა ასისტენტი”, სლავა კარსლიანის “შენ საუბრობ ქართულ ენაზე?” და რიმა მარანგოზიანისა და ლამარა ახვერდიანის ფილმი, ძალიან აქტუალური თემატიკით “ცხოვრება კაზინოს შემდეგ”.

GIPA

მულტიმედიის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა ნაზელი და რობერტ ხაჩატრიანების მულტიმედიურმა მასალამ “ყულალისის სპორტული კომპლექსი”. კიდევ ერთი 1-ლი ადგილი სოფელ ბურნაშეთიდან, კატია სარგსიანის და არაქს დემურჩიანის ნაშრომმა დაიკავა, სახელად “წყლის წყარო”. მე-2 ადგილი ლიდა მნაციანისა და კრისტინა აკობიანის ავტორობით დაიკავა მასალამ, ახალქალაქში რუსეთის ყოფილი სამხედრო ქალაქის შესახებ, სახელწოდებით “გოროდოკის” შესახებ. კიდევ ერთი მეორე ადგილი დაიკავა რიმა მარანგოზიანისა და ლამარა ახვერდიანის ფილმმა- “ცხოვრება კაზინოს შემდეგ”.

განსაკუთრებით აღინიშნა არმენ სავაიანისა და ამალია მღდესიანის მასალა “მამა, როგორ ხარ” და ლუსინე ნურიჯანიანის ნაშრომი “ბედნიერების ფორმულა”.

Artefact Production prize კატეგორიაში გაიმარჯვეს “ბავშვობა პანდემიის დროს”- ვარდუი კურღინიანმა და სევაკ გაბრიელიანის, კარენ შაიბეკიანის და არტიომ კოსიანის მასალამ, რომელიც აჭარიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში გადასახლებულების შესახებ არის, სათაურით “სად არის ჩემი სახლი?”.

გრანდ პრიზი და GIPA-ს ბაკალავრიატზე სწავლის შესაძლებლობა მიიღო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის მკვიდრმა, ჟანნა ჩოგანდარიანმა.

“GIPA MEDIA LAB” მეცადინეობები იყო ინიცირებული და განხორციელებული საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით. 2016 წლიდან, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ყოველ მეორე შაბათს და კვირას ტარდება ჟურნალისტიკის, კინოწარმოების და სოციალური მედიის მეცადინეობები, რომლებშიც მონაწილეობენ, როგორც ახალქალაქისა და ნინოწმინდის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, ასევე მეზობელი სოფლების უფროსკლასელები. მეცადინეობები ტარდება უფასოდ. პროგრამის ფარგლებში სხვა პრიზებთან ერთად 2 მონაწილე GIPA-ში 4-წლიანი, უფასოდ სწავლების შესაძლებლობას ღებულობს.

GIPA MEDIA LAB-ის “მულტიმედიური უნარ-ჩვევები მულტიკულტურული საქართველოსთვის” პროექტის მიზანია კავშირის, კინოს, სოციალური მედიის და მეწარმეობის შესახებ, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ცოდნის გადაცემა, ასევე მედია განათლების შესახებ ინფორმირებულობა, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოს ყველა პროფესიაში. მეცადინეობები ასევე ქვემო ქართლის რეგიონშიც ტარდება.