გიორგი ამილახვარმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა დატოვა. განცხადება მან ბრიფინგზე გააკეთა.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, ის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარმა აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.
გიორგი ამილახვარი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიებში არ არის.