პროგრამირების ცენტრ “ტუმოს” სპეციალისტი ერევნიდან, ახალქალაქში პროგრამირების პრაქტიკულ კურსებს ორი კვირის განმავლობაში ჩაატარებს. კურსის ფარგლებში ბავშვები შეისწავლიან HTMS CSS და JavaScript პროგრამირების ენების საფუძვლებს.

IMG_4244

ახალქალაქში კრეატიული ტექნოლოგიების “ტუმოს” ცენტრში სწავლა 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ამჟამად ცენტრში 271 მოსწავლეა: ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან და მუნიციპალიტეტების 30-ზე მეტი სოფლიდან.

„ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამას თვითსწავლების ეტაპი ჰქვია, რადგან ბავშვები კითხულობენ სისტემის მიხედვით და ასრულებენ დავალებებს, რომლებსაც ვუგზავნით სპეციალისტებს ერევანში, ისინი ამოწმებენ“, – განუცხადა Jnews-ს ახალქალაქის “ტუმოს” ცენტრის ტრენერმა ანი ჰარუთუნიანმა.

tumo 2

გაკვეთილებზე, როდესაც ბავშვები მეორე ეტაპზე გადადიან, ირჩევენ 6 მიმართულებას, რომლებშიც მომავალში სპეციალიზდებიან და ამ შემთხვევაში აქვთ მასტერკლასებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მასტერკლასს ამჟამად ატარებს გევორგ მელქონიანი, პროგრამირების ტრენერი ერევნის “ტუმოს”ცენტრიდან, რომელიც მსგავს კურსებს სომხეთის სხვადასხვა ქალაქში ატარებს.

“პირველად ჩამოვედი ჯავახეთში, ძალიან საინტერესო იყო აქ სტუმრობა, გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი და დავლაპარაკებოდი ადგილობრივ ბავშვებს, გამეგო მათი ინტერესები და მიმეცა პრაქტიკული ცოდნა პროგრამირების სფეროში”, – განუცხადა Jnews-ს ტრენერმა გევორგ მელქონიანმა.

პროგრამირების პრაქტიკული კურსები ახალქალაქში 22 ივლისამდე გაგრძელდება. ანი ჰარუთუნიანის თქმით, ეს კურსები ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

tumo 3

„ეს ვორქშოფები ბავშვებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს, გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა ექსპერიმენტულად, შექმნიან ვებსაიტი, თუნდაც თეორიული ცოდნა არ ჰქონდეთ, კურსის განმავლობაში სწავლობენ თეორიას და პრაქტიკაში მის გამოყენებას“, – ამბობს “ტუმოს” ახალქალაქის ცენტრის ტრენერი ანი ჰარუთუნიანი.

ახალქალაქში, “ტუმოს”ცენტრში ვებგვერდის შემუშავების პრაქტიკული კურსები 25 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.