ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აცხადებს, რომ თავისუფლების ქუჩის ნაწილში ორმოები წყლით არის დაფარული და ყინვების დადგომასთან ერთად კვლავ ყინულის საფარი წარმოიქმნება. მერიაში აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ. პრობლემა დროებით არის მოგვარებული. ახალქალაქის სერვისცენტრმა გზის პირას არხი გათხარა.
მაგრამ ყინვების დადგომასთან ერთად შეიძლება გახდეს ასეთი:
გასული ზამთრის ფოტო
მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც ხშირად სარგებლობს ამ გზით (სოფლებიდან: კარტიკამი, ბავრა, კულიკამი, თახჩა და ბუზავეთი და სხვ) შეწუხებულია, რომ მალე ძლიერი ყინვები იქნება და თავისუფლების ქუჩაზე არხებული წყლის გუბეები ყინულად გადაიქცევა.
“შარშანაც დაგუბდა წყალი, რის შედეგადაც გაიყინა ყველაფერი”, – ამბობს გრიგორი.
ავტომობილები ქუჩის აღნიშნულ ნაწილში ორმოებისთვის გვერდის ავლის მიზნით შემხვედრ ხაზზე გადადიან, ან ტროტუარებზეც, ამასთანავე ავარიულ ვითარებას ქმნიან.
სასაფლაოსთან წარმოქმნილი «საციგურაო მოედანი» ავარიულ სიტუაციებს ქმნის
აქ არაერთი პრობლემა არსებობს. ერთი მხრივ ორმოები, რომლებიც წელს ტენდერში (ის ოთხჯერ გამოაცხადეს) მონაწილეთა არარასებობის გამო ვერ გარემონტდა, ხოლო, მეორე მხრივ, გამდინარე წყალი, როდესაც წყლის სატვირთო მანქანები გვერდით მდებარე წყაროდან წყლით ივსებიან.
ახალქალაქის მერის პირველმა მოადგილე, შალვა ბალახაძემ გუშინ თქვა, რომ სულ მალე ერთ-ერთი შესაბამისი უწყება მერიის თხოვნით ამ საკითხს მოაგვარებს.
პრობლემა ნაწილობრივ და დროებით იყო მოგვარებული. ახალქალაქის სერვისცენტრმა ქუჩის ნაპირას არხი ამოთხარა, რის შედეგადაც წყაროს წყალი ქუჩაზე აღარ მიედინება.
თუმცა, პრობლემის მეორე ნაწილი რჩება. ორმოები კვლავ აივსება წვიმის, ან გამდინარე წყლით და ყინვების დროს ყინულის საფარით დაიფარება.