დღეს, 17 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირების 1329 შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ აცნობა, სამცხე-ჯავახეთში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 18 დარეგისტრირებულია ახალციხეში, 24- ადიგენში, 3- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 1- ნინოწმინდაში, 16- ასპინძაში, 3- ბორჯომში.

მთელ რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1532 ადამიანი, ამათგან ახალციხეში – 676, ახალქალაქში – 128, ბორჯომში – 240, ნინოწმინდაში – 92, ასპინძაში – 137, ადიგენში – 259.

საკარანტინე ზონაში რჩება 383 ადამიანი, რომელთაგან 78 – ახალციხეში, ხოლო 305 – ბაკურიანში.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ახალციხეში 1 ადამიანი დაიღუპა.

რეგიონში მთლიანად 273 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაიღუპა – 13.