ენერგოდისტრიბუციის კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დღეს, 12 დეკემბერს, 12:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდება ქალაქ ნინოწმინდის ზოგიერთ ქუჩას. ესენია: ერევანიანი, აღმაშენებელი, სვობოდა, ჭავჭავაძე, ერზრუმი, თბილისის და მიმდებარე ქუჩები.

ელექტროენერგიის გარეშე, ასევე, დარჩება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი: ჯიგრაშენი, დიდი გონდურა, პატარა გონდურა, კულალისი, ნამზარა. აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება განახლდება.