დღეს დილით ნინოწმინდის პოლიციის შენობასთან სოფელ თორიას მოსახლეობა შეიკრიბა. აქციის მონაწილეები, გუშინ სოფელში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მათი თანასოფლელების დაკავებას აპროტესტებენ.
ჩვენი ინფორმაციით, 23 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მოხდა კონფლიქტი სოფელ თორიას მკვიდრ მოსახლეობასა და ჩამოსულ მწყემსებს შორის, რომლებიც იქ საქონელს აძოვებდნენ. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის შედეგად, სოფელ თორიას რამდენიმე მკვიდრი დააკავეს.
JNEWS-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან მომხდარი ინციდენტის დეტალებზე კომენტარს ელის და მოვლენების განვითარებას თვალს ადევნებს.
ფოტო რადიო-ნორისგან