საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში ესმა გუმბურიძე ახალქალაქში ახალგაზრდებთან შეხვედრებს ატარებს და მათ ევროპის ქვეყნებში არსებული სხვადასხვა გაცვლითი სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ აცნობს .
ახალქალაქის ახალგაზრდებთან შეხედრა (LAG) ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, GIPA-ს მხარდაჭერით დაგეგმა. შეხვედრა “ENPARD 2” ორგანიზაციის ოფისში გაიმართა. ახალქალაქის გარდა, ესმა გუმბურიძემ შეხვედრა სოფელ დილისკაში დაგეგმა.
დამსწრე ახალგაზრდობამ შეიტყო პროგრამების შესახებ, რომელთა დახმარებით განათლების მიღება ევროპის უნივერსიტეტებში არის შესაძლებელი. ეს არის პროგრამა «ერასმუს +» სტუდენტებისთვის, რომელიც მთლიანად ფინანსდება ევროსაბჭოს მიერ. ასევე მოქმედებს მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც იძლევიან საშუალებას გაიარონ რამოდენიმე დღიანი ან კვირიანი კურსი ევროპაში. ესმას ახალგაზრდებისათვის წარმატებული მაგალითები მოჰყავს, ამჯერად მან ზარა ბაგდასარიანის გამოცდილება გაგვიზიარა, რომელიც თბილისიდანაა და პროფესიულ წარმატებას მიაღწია.
«ჩემი ერთ-ერთი მიზანი ინფორმაციის მოკლედ გადმოცემაა. პირველი მიზანი გახლავთ მდგრადი განვითარება, მეორე კი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა პროგრამებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებზე, სადაც სურვილისამებრ, ახალგაზრდებს მონწილეობის მიღება შეუძლიათ და მესამე- პირადი გამოცდილების გაზიარება»,- თქვა ესმა გუმბურიძემ.
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად გაეროში ის 2019 წლის სექტემბერში ათი თვით, შესარჩევი კონკურსის გადალახვის შედეგად დაინიშნა.
ესმა გუმბურიძის თქმით, მისი მოვალეობაა ახალგაზრდებს გაეროს შესახებ აცნობოს.
«შემდეგ ერთ მნიშნვნელოვან მიზანს ირჩევენ და იწყებენ მუშაობას. მე ავირჩიე განათლება. ასამბლეის ერთ-ერთ კომიტეტზე, სოციალურ განვითარებასა და საქართველოს ახალგაზრდობის მდგომარეობაზე, პირადად ვისაუბრე. ეს იყო ხუთწუთიანი გამოსვლა. გასაგებია, რომ პრობლემის მთლიანად აღწერა ხუთ წუთში რთულია. რაც მოვასწარი, ეს იყო სოციალური პრობლემა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობების, ქალების, იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები. მე შევეცადე ამ ყველა საკითხზე მესაუბრა. ეს არის ის, რასაც ხშირად დიპლომატები აკეთებენ»,- თქვა ესმა გუმბურიძემ.
გაეროში ის ერთხელ, გენერალურ ასამბლეაზე, ოქტომბერში იყო, კიდევ ერთხელ იქნება მარტში. ესმა გუმბურიძეს შეხვედრები ჰქონდა რუსთავში, ქუთაისში და თბილისის რამოდენიმე სკოლაში. ის მუდამ ეპატიჟება ისეთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ პროფესიაში წარმატებას მიაღწიეს.
«მე მინდა ვიყო ახალგაზრდობისა და ამ ადამიანების მაკავშირებელი».