გუშინ სომხეთში ოპოზიციურმა ძალებმა ერთიანი კანდიდატი წარადგინეს. სომხეთის ყოფილი პრემირ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ვაზგენ მანუკიანი, 17 ოპოზიციური პარტიის მხრიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთიანი კანდიდატია.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე სომხური რევოლუციური ფედერაციის უზენაესი ორგანოს (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუთიუნ) წევრმა, იშხან საღათელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია რიგგარეშე, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და ვაზგენ მანუკიანი- ამ არჩევნებზე კანდიდატია, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ დროებითი ხელისუფლება სომხეთის გამოწვევების გადალახვას შეძლებს. ამასთანავე იშხან საღათელიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაზგენ მანუკიანი დამდეგ არჩევნებზე კენჭს არ იყრის.
სომხეთის რევოლუციური ფედერაცია “დაშნაკცუთიუნის” წარმომადგენელი იტყობინება, რომ 17 პარტიამ “სამშობლოს გადარჩენისათვის საერთო ეროვნული სხდომის” შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც დღეს საბჭოს სხდომა გამართა. ახალად შექმნილი მოძრაობის თავდაპირველი ნაბიჯი მოქმედი ხელისუფლების ჩამოქვეითებაა.
შეკითხვაზე, რის გაკეთებას აპირებენ, თუკი ნიკოლ ფაშინიანი პოზიციას არ დატოვებს, საღათელიანმა თქვა, რომ ფაშინიანი იძულებული იქნება წავიდეს, რადგან სხვა გზა არ აქვს, და ყველაფერის დაწყებამდე ექსცესების გარეშე უნდა წარიმართოს.
“უნდა გაიმართოს ეროვნული შეკრების სხდომა, რომელზეც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის საკითხი უნდა განიხილოს. პოლიტიკურმა უმრავლესობამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას საზოგადოების მოთხოვნითა და ზეგავლენით, ან ფაშინიანმა თვითონ უნდა გაიაზროს და გადადგეს”,- ხაზი გაუსვა მან.
ხოლო პარტია “სამშობლოს” ლიდერმა არტურ ვანეციანმა განაცხადა, რომ ვაზგენ მანუკიანის პრემიერ-მინისტრად შერჩევის შემთხვევაში პარტიულ საქმიანობას შეაჩერებს, უპარტიო პრემიერი გახდება და გარკვეული დროის შემდეგ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საკუთარ თავზე აიღებს, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებს, ასევე არცერთი პარტიის მხარდაჭერას არ გამოთქვამს.
ამას წინათ რუსეთის მედია იტყობინებოდა, რომ სომხური ოპოზიციის მხრიდან ერთიანი კანდიდატი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეიძლება ჩაანაცვლოს, არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ვაზგენ მანუკიანი. არცახში ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ მანუკიანმა ხელისუფლებას გადადგომისკენ და ხელისუფლების სამხედრო ხელმძღვანელობისათვის ჩაბარებისაკენ მოუწოდა.
აღვნიშნავთ, რომ სომხეთში, ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი და ოპოზიციური პარტია 10 ნომებრიდან არცახში ცეცხლის შეჩერების სამმხარიანი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. ისინი თვლიან, რომ პრემიერ-მინისტრმა “მოღალატურად” მოაწერა ხელი აზერბაიჯანისთვის არცახის ტერიტორიების ნებაყოფლობით გადაცემას.