სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 585 შემთხვევა გამოვლინდა, 292 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 12 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 242 ტესტი ჩატარდა. 16 მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 179 287 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 166 702 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 277 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 839 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.