საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია სპაციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 633 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, „პისიარ“ ტესტით – 14 458.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის – 5,8%, ბოლო 7 დღის – 5,22%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 614 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 586 704 გამოჯანმრთელდა, 8 976 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 799 446 აცრა, დღიურად აცრილია 12 562.
კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 169 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 768 პირი.
ამასთან, 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 266 პაციენტი, გარდაიცვალა 29 პირი.