საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 945 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 419, „პისიარ“ ტესტით – 18 526.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,32%, ბოლო 14 დღის – 5,38%, ბოლო შვიდი დღის – 6,03%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 398 081 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 370 565 გამოჯანმრთელდა, 5 656 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 391 781 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 286.
კარანტინის რეჟიმშია 50, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 780 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 487 პირი.
ამასთან, 22 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 410 პაციენტი, გარდაიცვალა 18 პაციენტი.