დღეს, 4 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ტორნადომ სოფელ ვაჩიანში მრავალ სახლს სახურავი დააზიანა.
უამინდობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს თვეზე მეტია თან ახლავს, წყალდიდობა და სეტყვა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელს აზიანებს. ამგვარად, დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, სადღაც 14:00-15:30 საათამდე ძლიერი სეტყვა და ქარი დაიწყო, რომელიც ტორნადოში გადაიზარდა და სოფელში ბევრ სახლს სახურავი გადახადა.
ლიოვა ალეკიანის სახლის სახურავი მთლიანად დაინგრა
“დაიწყო ძლიერი ქარი, ქარიშხალი. ქარის სიძლიერე ისეთი იყო, რომ კინაღამ ყველა აგვიწია, კადრებიც გვაქვს, ვიდეო გადავიღეთ”, – ამბობს სოფელ ვაჩიანის მაცხოვრებელი კალეფსი ღაზარიანი.
მოსახლეობა ქუჩაში აფასებს ზარალს, რაც უამინდობის შედეგად იქნა მიყენებული.
„ეს ყველაფერი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სახურავები ჩამოაგდო და ჰაერში ნატეხები აიტაცა, ჯერ ძლიერი ქარი იყო, შემდეგ ქარი სხვა მიმართულებით წავიდა, წვიმა და სეტყვა დაიწყო, სადღაც 20 სახლი. ვითომ ქარი ცოტა იყო, სეტყვამაც მთელი მოსავალი გაგვიფუჭა. არის სახლები, რომელთა სახურავები ქარმა მთლიანად გადახადა“, – ამბობს ვაჩიანის მაცხოვრებელი.
კაზარიანების ოჯახის სახლი
თავიდან ხალხს ეგონა, რომ ხანძარი იყო, რადგან ტორნადომ ჰაერში სხვადასხვა ნივთებით მტვერი აიწია და ძლიერი კვამლის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
„გასვენებაზე ვიყავით, ხანძრის მსგავს რაღაცას დავინახეთ, რაც უფრო ვუახლოვდით სხვა რაღაცას ვიმსგავსეთ. უფრო ახლოს მიდიოდა, თან სახურავები მიჰქონდა. გარშემოში რაც იყო, ყველაფერი წაიღო. დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. უფრო უარესი იყო, როცა სეტყვა დაიწყო. ხალხის რემონტი წვიმამ და სეტყვამ გააფუჭა. მოსავალზე კი აღარაფერს ვამბობთ. სეტყვამ კიდევ უფრო დიდხანს გასტანა“, – ამბობს სამველ პალოიანი.
ვაჩიანის მცხოვრებლები საკუთარ თავს საშინელებათა ფილმში გრძნობდნენ.
„ქარი კი არა, ტორნადო იყო, როგორც ფილმებში. დღემდე მსგავსი არაფერი გვინახავს. ადამიანური მსხვერპლი არ გვყავს, მაგრამ სოფლეში სახლების სახურავები ჩამოინგრა. 20-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ახალქალაქის მერიას დავუკავშირდით, ზარალის შესაფასებლად უნდა მოვიდნენ. უკვე მოდიან“, – თქვა სოფელ ვაჩიანის მერის წარმომადგენელმა ფედორ ტოროსიანმა.
სტიქიის ადგილზე მერიიდან მივიდნენ.
„ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ, რომ ზარალი მძიმეა. კარგია, რომ არ გვყავს ადამიანური მსხვერპლი. ვიმუშავებთ. ვნახოთ რა იქნება. რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, 20 სახლი დაზარალდა, 7-მა სახლმა განიცადა ძლიერი ზარალი, დანარჩენი ნაწილობრივ დაზიანდა. სამწუხაროდ, 100%-იანი კომპენსაციის შესაძლებლობა არ გვაქვს, დავეხმარებით რითაც შეგვიძლია”,- თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
რაც შეეხება მოსავლის ზარალს, მუნიციპალიტეტი მას ვერ ანაზღაურებს. რაც შეეხება დანარჩენს, ზარალზე სპეციალური კომისია იმუშავებს.
სოფელში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია. ელექტრომომარაგება დღეს ან ხვალ გვიან აღდგება.