სოფელ კუმურდოში ახალი, კეთილმოწყობილი პარკი გაშენდა

სოფელ კუმურდოში ახალი, კეთილმოწყობილი პარკი გაშენდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ახალი პარკის მშენებლობა დასრულდა. პროექტი, რომლის განხორციელებაც 2025 წელს დაიწყო და გარკვეული დროით შეჩერებული იყო, უკვე სრულად დასრულებულია. პარკი გეგმის შესაბამისად აშენდა და სოფლის მცხოვრებლებისთვის ახალ საზოგადოებრივ სივრცედ იქცა.
gimb2
სოფელში პარკი ე.წ. „პრეზიდენტის წყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. პროექტი მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობას, განათების სისტემისა და გამწვანების მოწყობას, ასევე დასასვენებელი ფანჩატურებისა და სკამების დამონტაჟებას.
gimb1
Jnews პარკის მშენებლობის პროცესს ჯერ კიდევ 2026 წლის მაისში აშუქებდა. იმ მომენტისთვის სამუშაოები ჯერ კიდევ არ იყო განახლებული, შეჩერებას კი სამშენებლო კომპანია ამინდის პირობებით განმარტავდა. პროექტის პირველ ეტაპზე საძირკვლის ჩასხმის სამუშაოები განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპის დაწყება 2026 წლის 1 მაისს იგეგმებოდა.
პროექტის რეალიზაციისთვის 284 518 ლარი გამოყო. ტენდერში გამარჯვებული შპს „პარამეტრი“ გახდა, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები შეასრულა. თავდაპირველი პროექტი ითვალისწინებდა პარკში ერთი დახურული და ორი ღია ფანჩატურის მშენებლობას, სკამების დამონტაჟებას, ასევე განათების მოწყობასა და ტერიტორიის გამწვანებას. საბავშვო მოედანი გათვალისწინებული არ ყოფილა, ვიდრე ტერიტორია, ძირითადად, სოფლის ხანდაზმული მცხოვრებლების დასასვენებლად იყო განკუთვნილი.
gimb3
დღეს სამუშაოები უკვე დასრულებულია და პარკი საპროექტო მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ახალი, კეთილმოწყობილი ტერიტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის თემისთვის, სადაც დასასვენებელი და შეხვედრების ადგილები ბევრი არ არის.
„ძალიან კმაყოფილები ვართ, ახლა უკვე გვაქვს ადგილი, სადაც დასხდომას შევძლებთ და ქვებზე ჯდომა აღარ მოგვიწევს. ეს არის ცივილიზებული, სუფთა გარემო, ხოლო ზამთრის პერიოდისთვის დახურული ფანჩატურიც გვაქვს“, — განაცხადეს პარკის ტერიტორიაზე შეკრებილმა ხანდაზმულებმა, რომლებიც საუბარსა და ხუმრობაში კარტს თამაშობდნენ.
gimb
პარკი სოფლისთვის მხოლოდ კეთილმოწყობილი ტერიტორია არ არის — ეს არის ადგილი, სადაც შეკრება, საუბარი, დასვენება და დროის გატარებაა შესაძლებელი. ახალმა პარკმა უკვე დაიწყო თავისი ადგილის დამკვიდრება კუმურდოს ყოველდღიურ ცხოვრებაში და სოფლის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სივრცედ იქცა.

თეგები: სოფელი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე