ბავშვებში გასტროენტერიტის შემთხვევები გახშირდა – რა უნდა ვიცოდეთ

ბავშვებში გასტროენტერიტის შემთხვევები გახშირდა – რა უნდა ვიცოდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბოლო დროს თბილისში გასტროენტერიტის გახშირებული შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული.

NCDC-ში განმარტეს, რომ ბავშვების უმრავლესობა, რომლებსაც ბოლო დღეებში ეს ვირუსი გამოუვლინდათ, უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაეწერა.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევები ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა და გართულებების რისკი კვლავ არ იკვეთება.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს განახლებულ ინფორმაციას ბოლო დროს თბილისში გასტროენტერიტის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.

ბავშვების უმრავლესობა, რომლებსაც ბოლო დღეებში ეს ვირუსი გამოუვლინდათ, უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაეწერა. შემთხვევები ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავ არ იკვეთება“.
დაავადების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია ხელების ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს — განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით ეხება მათ, ვისი ოჯახის წევრებმაც ან კონტაქტში მყოფმა პირებმა აღნიშნული დაავადება გადაიტანეს.

ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა — რაციონიდან რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების ამოღება სულ მცირე 3–4 დღით; პირღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება — მხოლოდ ექიმის დანიშნულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: ჯანდაცვა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე