3 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სულდასა და დადეშში გაზმომარაგების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
წლების განმავლობაში ლოდინის შემდეგ, ბუნებრივი აირი, საბოლოოდ, მივიდა სოფლებში — სულდასა და დადეშში. საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, ახალქალაქის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, კომპანია „SJGC“-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვილენ ყაზარიანი, გაზგამანაწილებელი კომპანია „SJGC“-ის დირექტორი ვრეჟ ბერიკიანი, კომპანიის თანამშრომლები, დეპუტატები და სოფლების მცხოვრებლები.
სოფელ სულდაში კომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას მადლიერება საიათ ჯანოიანმა გამოუხატა.
„დღეს ჩვენი ოცნება რეალობად იქცა. ყველას გილოცავთ. მადლობა ყველა ინიციატორს და მათ, ვინც ეს განახორციელა. ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. დღეს ჩვენთან დღესასწაულია“, — განაცხადა საიათ ჯანოიანმა თავის მისასალმებელ სიტყვაში.
სოფელ დადეშში გაზმომარაგების გახსნისას, მას შემდეგ, რაც ბუნებრივი აირის ჩირაღდანი აინთო, კომპანიის მფლობელმა ვილენ ყაზარიანმა შეკრებილებს მიულოცა და, კერძოდ, შემდეგი რამ თქვა:
„ყველას გილოცავთ. თქვენი გადასახადი ჩადებული თანხის მხოლოდ 10%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ტერიტორია ქვიანი იყო, მაგრამ ჩვენ, როგორც დაგეგმილი გვქონდა, სამუშაოები დროულად და სწრაფად ჩავატარეთ“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რუბენ პალიანმაც მიულოცა დადეშის მცხოვრებლებს და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობისა და კომპანიის მფლობელის ნების წყალობით, სოფელი ლურჯ საწვავს იღებს..
„ძვირფასო სტუმრებო, დადეშელებო, დღეს თქვენთან დღესასწაულია. თქვენს სოფელში ლურჯი საწვავის შესვლა თქვენი სოფლის განვითარების ახალ ეტაპს სიმბოლიზირებს. ყველას გილოცავთ. კომპანიის მფლობელისა და თანამშრომლების სურვილის წყალობით, რომლებმაც ეს საოცარი საქმე განახორციელეს, გაზიფიცირება, ეტყობა, ჩვენთან თანამშრომლობის გარეშე უზარმაზარ ინვესტიციებს მოითხოვდა, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობის, მფლობელის სურვილისა და მცხოვრებთა მონაწილეობის წყალობით, ეს განხორციელდა. ბიზნესმა და სახელმწიფომ შედეგს მიაღწიეს“, — განაცხადა რუბენ პალიანმა.
სახელმწიფოსა და გაზგამანაწილებელ კომპანია „SJGC“-ს მადლიერების სიტყვები სოფელ დადეშის მცხოვრებმა გამოუხატა:
„ბუნებრივი აირი ჩვენს სახლებში შევიდა. დღესასწაული გვაქვს. ჩვენი სანუკვარი ოცნება ასრულდა. მინდა მადლიერების სიტყვები ვუთხრა ადგილობრივ ხელისუფლებასა და კომპანიას გაწეული შრომისა და ბეჯითობისთვის. გაზი ჩვენს სახლებამდე მოვიდა. ზამთარში ჩვენს მოსახლეობას გაზი ექნება“, — განაცხადა მან.
ცერემონიის შემდეგ, სოფელ დადეშის ეკლესიის ეზოში, ამავე სოფლის საცეკვაო ჯგუფის მონაწილეობით პატარა კონცერტი გაიმართა.
გაზგამანაწილებელი კომპანია „SJGC“-ის დირექტორის, ვრეჟ ბერიკიანის განცხადებით, სოფლების – დადეშისა და სულდას — გაზიფიცირებისთვის, კერძოდ ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მშენებლობაზე, კომპანიამ 4 300 000 ლარი დახარჯა.
გაზგამანაწილებელი კომპანია „SJGC“-ის დირექტორის, ვრეჟ ბერიკიანის თქმით, სოფლების — დადეშისა და სულდას — გაზიფიცირებაზე, რაც ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელების მშენებლობას მოიცავდა, კომპანიამ 4 300 000 ლარი დახარჯა.
ჯერჯერობით ბუნებრივი აირი მცხოვრებთა სახლებში შეყვანილი არ არის. ეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების ეროვნული კომისიისგან ლიცენზიის მიღების შემდეგ განხორციელდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე ლურჯი საწვავი ამ სოფლების თითოეულ სახლამდე მიაღწევს.
სოფელ სულდაში 138 აბონენტია, ხოლო სოფელ დადეშში – 130.








