კარტიკამის მოსახლეობა ერთ დღეში მიყენებულ მძიმე აგრარულ ზარალს ითვლის

კარტიკამის მოსახლეობა ერთ დღეში მიყენებულ მძიმე აგრარულ ზარალს ითვლის

29 აგვისტო კარტიკამის მაცხოვრებლებისთვის ჩვეულებრივი ზაფხულის დღე არ ყოფილა. სულ რაღაც რამდენიმე საათში სოფელს თავს დაატყდა სტიქიური უბედურება: ძლიერმა სეტყვამ და ღვარცოფმა სერიოზული ზიანი მიაყენა სოფლის მაცხოვრებელთა მრავალთვიან შრომას და ის თვალის დახამხამებაში გაანადგურა.
ყველაზე დიდი ზარალი სეტყვამ მარცვლეულ კულტურებს მიაყენა. ქერისა და ხორბლის ყანები, რომლებიც უკვე ახლოს იყო მოსავლის აღებასთან, სრულად განადგურდა. სეტყვის ძლიერი დარტყმებით დამწიფებული თავთავები გადატყდა და მიწასთან გასწორდა. ყანები, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მაცხოვრებლები მოსავალს ელოდნენ, დღეს სტიქიური უბედურების შემდგომ შედეგებს მოგვაგონებს.
04
1 ჰექტარი ქერის მოსავლის აღება ვერ მოვასწარი, დაახლოებით 3-4 ტონა მოსავალი უნდა მიმეღო, მაგრამ სეტყვამ ის მიწასთან გასწორა“, — განაცხადა სოფელ კარტიკამის მცხოვრებმა, რაფიკ ელისბარიანმა.
„80 ჰექტარი ქერი მქონდა, სრულად განადგურდა, მოსამკელად არაფერი დარჩენილა. ეზოში ბოსტანი მქონდა: კომბოსტო, კიტრი და ჭარხალი დავრგე და გავზარდე, მაგრამ არაფერი დარჩა, სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა“, — ცრემლიანი თვალებით დაიჩივლა გალა ჩნავაიანმა
02
კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია კარტოფილის ყანები, ქალბატონმა გალამ უპასუხა:
„კარტოფილიც განადგურდა, ის ჯერ კიდევ ყვავილობის სტადიაში იყო, დამწიფება ვერ მოასწრო“.
03
სეტყვამ არა მხოლოდ მარცვლეულის ყანები დააზიანა. სერიოზული ზარალი მიადგა სოფლის მცხოვრებთა მიერ დამუშავებულ ბოსტნებსაც. ხეებსა და ბუჩქებზე დარჩენილი მოსავალი დიდწილად განადგურდა და დაზიანდა.
05
კარტოფილის ყანებიც კრიტიკულ მდგომარეობაშია. კარტიკამის მცხოვრებლებისთვის კარტოფილი ერთ-ერთი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა და მრავალი ოჯახის წლიური შემოსავალი სწორედ მის მოსავალზეა დამოკიდებული. სეტყვამ დააზიანა ნათესები და ყანები, რამაც ფერმერები გაურკვევლობაში დატოვა იმასთან დაკავშირებით, თუ მოსავლის რამზომად შენარჩუნებას შეძლებენ.
01
სოფელში მთებიდან წამოსულმა უხვი ღვარცოფის ნაკადმა გაიარა და ძლიერ ნაკადად შევარდა სოფელში. წყლისა და ტალახის ნაკადმა ქუჩები დააზიანა — მიწა და ქვები ერთმანეთში აურია, ზოგიერთ ადგილას კი მცხოვრებთა სახლებიც კი დატბორა.
„ყურადღებას არ ვაქცევდით, რომ ძლიერი სეტყვა მოდიოდა, ვფიქრობდით, როგორმე ბოსლებისა და სარდაფების კარები დაგვეკეტა, რომ ტალახიანი წყალი შიგნით არ შევარდნილიყო. ბოსლის კართან ქვიშით სავსე ტომრები დავაწყვეთ, ცხოველები წყალში იყვნენ“, — ჰყვა ანაიტ ელისბარიანი.
08

სოფელში მთებიდან წამოსულმა უხვი ღვარცოფის ნაკადმა გაიარა და ძლიერ ნაკადად შევარდა სოფელში. წყლისა და ტალახის ნაკადმა ქუჩები დააზიანა -მიწა და ქვები ერთმანეთში აურია, ზოგიერთ ადგილას კი მცხოვრებთა სახლებიც კი დატბორა.
„ყურადღებას არ ვაქცევდით, რომ ძლიერი სეტყვა მოდიოდა, ვფიქრობდით, როგორმე ბოსლებისა და სარდაფების კარები დაგვეკეტა, რომ ტალახიანი წყალი შიგნით არ შევარდნილიყო. ბოსლის კართან ქვიშით სავსე ტომრები დავაწყვეთ, ცხოველები წყალში იყვნენ“, -ჰყვა ანაიტ ელისბარიანი.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე