სტიქიური უბედურებების პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რიგ რეგიონებზე სულ 13 835 567 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის 18 აგვისტოს დადგენილებაში. პროგრამაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ახალქალაქი დაემატა იმ მუნიციპალიტეტების სიას, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ წინა განკარგულების მიხედვით, მთავრობამ ამ მიზნებისთვის 7 338 207 ლარი გამოყო.
შესაბამისი შესწორების დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა ფონდიდან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოიყოფა.
განკარგულების მიხედვით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაფინანსება გაიზარდა, ხოლო წინა სიას (რომელიც 13 მუნიციპალიტეტისგან შედგებოდა) კიდევ 4 მუნიციპალიტეტი დაემატა.
კერძოდ:
სიღნაღის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 500 000 ლარი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 950 000 ლარი
მარტვილის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 850 000 ლარი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 423 000 ლარი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 600 000 ლარი
რაც შეეხება წინა განკარგულებით სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილ სახსრებს, ისინი შემდეგნაირად ნაწილდება:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი – 147 547 ლარი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – 500 000 ლარი
დუშეთის მუნიციპალიტეტი – 822 268 ლარი
თიანეთის მუნიციპალიტეტი – 1 102 995 ლარი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – 1 000 000 ლარი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – 900 000 ლარი
ადიგენის მუნიციპალიტეტი – 423 597 ლარი
ახალციხის მუნიციპალიტეტი – 167 783 ლარი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 774 150 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტი – 425 810 ლარი
ქარელის მუნიციპალიტეტი – 154 659 ლარი
ხაშურის მუნიციპალიტეტი – 731 763 ლარი