პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ახალქალაქში წყალმომარაგება გაითიშა

პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ახალქალაქში წყალმომარაგება გაითიშა

12 აგვისტოს ახალქალაქის ყოფილ №1 სამხედრო დასახლებაში და ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე წყალმომარაგება შუადღისთვის გაითიშა.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალქალაქის სერვისცენტრში წყლის გათიშვაზე კომენტარი არ გააკეთეს და გვირჩიეს, უწყების პრესცენტრისთვის მიგვემართა.

იქ დაკავშირებით გავარკვიეთ, რომ ყოფილ სამხედრო დასახლებაში პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. პრესცენტრში განაცხადეს, რომ აბონენტებს წყლის გათიშვის შესახებ შეტყობინება გაეგზავნათ.

თუმცა, როგორც გავარკვიეთ, შეტყობინება ყველა აბონენტს არ მიუღია. ვინც მიიღო, მათ ეს შეტყობინება წყლის გათიშვის შემდეგ — დაახლოებით დღის ერთ საათზე მოუვიდათ, როდესაც ბევრი სამსახურში იმყოფებოდა და წინასწარ წყლის მომარაგება ვერ შეძლო.

შეტყობინების თანახმად, წყალმომარაგება 13 აგვისტოს შუადღისთვის უნდა აღდგეს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე