შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ცენტრს არ გავრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მათემატიკის მასწავლებლების 99%-მა პროფესიული გამოცდა ვერ ჩააბარა.
„ცენტრს მასწავლებელთა გამოცდის შედეგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია“, – განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2026 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლებისა და გარკვეული საგნების ძირითადი პროფესიული უნარების საგნობრივი გამოცდების შედეგები. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მათემატიკის მასწავლებლების 99%-მა ვერ ჩააბარა პროფესიული უნარების გამოცდა.