ექსკლუზიური ცეკვის წარმოდგენები ახალქალაქის კულტურის სახლის სცენაზე

ექსკლუზიური ცეკვის წარმოდგენები ახალქალაქის კულტურის სახლის სცენაზე

23 აგვისტოს ვანაძორის სიმღერისა და ცეკვის ეროვნული ანსამბლი „ჰოროველი“ ახალქალაქის კულტურის სახლში გამოვა. ეს გამორჩეული ღონისძიება ადგილობრივ მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, დიდ ქალაქებში გამგზავრების გარეშე, ისიამოვნონ მაღალი დონის შესრულებითა და უნიკალური პრემიერებით. Jnews-მა მოსალოდნელი კონცერტის მნიშვნელობაზე ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს, კულტურულ ცენტრ „Line Up“-ის დამფუძნებელსა და დირექტორს, რადიკ ეზოიანის ესაუბრა.

ეს კონცერტი ნამდვილი დღესასწაულია ჯავახეთის კულტურის მოღვაწეებისა და ხელოვნების მოყვარულთათვის. ცეკვის წარმოდგენები – „ტირუჰინერი“ (ქალბატონები/დედოფლები) და „თუმანიანის სამყარო“ არა მხოლოდ ლამაზი დადგმებია, არამედ საგანმანათლებლო პროგრამაც, რომელიც საცეკვაო და სცენურ ხელოვნებას სომხურ ისტორიასთან აერთიანებს.

საცეკვაო წარმოდგენა „ტირუჰინერი“ არაჩვეულებრივია არა მხოლოდ ჯავახეთის, არამედ ზოგადად სომეხი მაყურებლისთვის, ვინაიდან ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი ცეკვა ან დადგმა, არამედ ცეკვისა და თეატრალური წარმოდგენის სინთეზია.

კულტურული ცენტრი „Line Up“-ი დიდი ხნის განმავლობაში და დიდი ძალისხმევით მუშაობდა, რათა შეძლებოდა ახალქალაქში მსხვილი ანსამბლების მოწვევა და მათი წარდგენა ადგილობრივი საცეკვაო ჯგუფებისა თუ მაყურებლისთვის. ცენტრი დიდხანს ისწრაფოდა ჯავახეთში საცეკვაო ხელოვნების ახალ დონეზე აყვანისკენ, რის გამოც მიზნად დაისახა ახალქალაქში მაღალი დონის ხელოვნების წარდგენა. ამან სტიმული უნდა მისცეს მაყურებელს, მოცეკვავეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასაც კი, მოითხოვონ და ისწრაფონ ხელოვნების უფრო მაღალი დონისკენ.

„პირველ რიგში, ეს არის საცეკვაო ხელოვნებით დაკავებული ჯგუფების განვითარების საფუძველი. ეს არის მაღალი დონე და ამ დონის დანახვით ჩვენ ვისწავლით, გავიაზრებთ, თუ რა სამუშაო ჩატარდა და თვითონაც მოგვინდება მსგავსი სამუშაოს შესრულება. ეს ასევე საშუალებას მისცემს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იხილონ მაღალი დონის ხელოვნება და იგივე მოითხოვონ ჩვენგან. რატომ არის ვანაძორში ასეთი ანსამბლი, ჩვენთან კი – არა? ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ სპეციალისტები, თავად წავიდეთ პროფესიული განვითარების პროგრამებზე“, – აღნიშნა რადიკ ეზოიანმა.

სახელმწიფო ანსამბლების მოწვევა მარტივი არ ყოფილა, ვინაიდან აუცილებელი პირობების არარსებობის გამო, კულტურის სახლში გამოსვლას ყველა არ თანხმდებოდა. ექვსი თვის განმავლობაში „Line Up“-ი, რადიკ ეზოიანის ხელმძღვანელობით, ამ მიმართულებით მუშაობდა და დღეს სიხარულით იუწყება, რომ ანსამბლი „ჰოროველი“ ახალქალაქში ჩამოვა. ეს დიდი მიღწევაა.

„Line Up“-ში გეგმავენ, გააგრძელონ მაღალი კლასის კოლექტივების, მათ შორის ქართული სახელმწიფო ანსამბლების მოწვევის ტრადიცია.

23 აგვისტოს კულტურის სახლში გასამართი კონცერტი ფასიანია, ბილეთის ღირებულება 30 ლარს შეადგენს. ეს სიმბოლური საფასური ღონისძიების ორგანიზაციულ ხარჯებს მოხმარდება – ჯგუფის ტრანსპორტირებასა და განთავსებას, კულტურის სახლის იჯარას, შესაბამისი სცენის, ხმისა და განათების აპარატურის უზრუნველყოფას. „Line Up“-ის განსაკუთრებული სიამაყეა ის ფაქტი, რომ ანსამბლი „ჰოროველი“ ჰონორარის გარეშე გამოდის.

„თავდაპირველი მიზანი საცეკვაო ჯგუფებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება იყო, თუმცა, რადგან შევძელით აქ გამორჩეული საცეკვაო წარმოდგენის ჩამოყვანა, ის მაყურებლისთვის იქნება როგორც შემეცნებითი, ისე სანახაობრივიც. ამ ანსამბლმა უზარმაზარი და არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია. საცეკვაო წარმოდგენა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ცეკვა“, – ამბობს კულტურული ცენტრ „Line Up“-ის დამფუძნებელი და დირექტორი რადიკ ეზოიანი.

საცეკვაო წარმოდგენა „ტირუჰინერი“ ანსამბლ „ჰოროველის“ უპრეცედენტო ნამუშევარია. ის რამდენიმე თვის წინ დაიდგა და ამჟამად წარმოდგენის პრემიერები სომხეთის სხვადასხვა ქალაქსა და საზღვარგარეთ გრძელდება. 23 აგვისტოს ახალქალაქში წარმოდგენა ასევე პრემიერის სახით გაიმართება, რაც უნიკალური შესაძლებლობაა ჯავახეთის მაყურებლისთვის.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Trip Line-ის ოფისში, მისამართზე: ქ. ახალქალაქი, თამარ მეფის ქუჩა N57.

ასევე შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: +995 501 11 12 21 და +995 592 77 77 43.

 

თეგები: რეკლამა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე