შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, სომხეთის, ჩინეთის, კენიის, კუბის, უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ეთიოპიის, იორდანიის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, ტაილანდისადა სხვა სახელმწიფოების – ჯამში 113 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.