კომფორტული ზაფხული ჯავახეთში – 11-13 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

კომფორტული ზაფხული ჯავახეთში – 11-13 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

ჯავახეთში ამინდი კვლავ ზომიერად თბილი ნარჩუნდება, ხანმოკლე წვიმებითა და მზიანი დღეებით. Jnews-ი გთავაზობთ 11-13 აგვისტოს ამინდის დეტალურ პროგნოზს, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯავახეთი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს მიეკუთვნება, ხოლო ახალციხე — აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებს.

11 აგვისტო – სამშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ღამით ზოგიერთ, ხოლო დღისით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა, დღისით ადგილ-ადგილ ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ქარი დასავლეთისა 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა:

ბარში: ღამით +17, +22°, დღისით +28, +33°;

მთაში: ღამით +12, +17°, დღისით +24, +29°;

მაღალმთაში: ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°, ადგილ-ადგილ +25°-მდე.

12 აგვისტო – ოთხშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილ-ადგილ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა, შესაძლებელია სეტყვა. ქარი დასავლეთისა 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა:

ბარში: ღამით +17, +22°, დღისით +29, +34°;

მთაში: ღამით +11, +16°, დღისით +26, +31°;

მაღალმთაში: ღამით +7, +12°, დღისით +18, +23°, ადგილ-ადგილ +27°-მდე.

13 აგვისტო – ხუთშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილ-ადგილ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა, შესაძლებელია სეტყვა. ქარი დასავლეთისა 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა:

ბარში: ღამით +17, +22°, დღისით +29, +34°;

მთაში: ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°;

მაღალმთაში: ღამით +9, +14°, დღისით +17, +22°, ადგილ-ადგილ +27°-მდე.

თეგები: ამინდი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე