მორიგი ხანძარი ეკატერინბურგში, Wildberries-ის საწყობში, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შემდეგ

მორიგი ხანძარი ეკატერინბურგში, Wildberries-ის საწყობში, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შემდეგ

რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში ხელისუფლებამ დრონების თავდასხმის საფრთხე გამოაცხადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინბურგში, რომელიც რომელიც ფრონტის ხაზიდან თითქმის 2000 კილომეტრში მდებარეობს, Wildberries-ის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა.
„ტელეგრამ“ არხი ASTRA იუწყება, რომ ეკატერინბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ კომპლექსს დაარტყეს.
Russ & Wildberries-მა დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად კომპანიის ლოგისტიკურ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ობიექტიდან ადამიანების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
გარდა ამისა, ASTRA-ს ცნობით, „როსავიაციამ“ ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტში დროებითი შეზღუდვა დააწესა.

თეგები: რუსეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე