ზაფხულის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოში ნორმაზე ოდნავ მაღალი იქნება, ხოლო ნალექების რაოდენობა კლიმატურ ნორმაზე დაბალი ან მის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის მართვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ხათუნა კოკოსაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულის ცალკეულ პერიოდებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა მკვეთრად მოიმატოს:
ბარსა და დაბლობ რაიონებში — +39…+42 °C-მდე;
მთიან რაიონებში — +37…+40 °C-მდე;
მაღალმთიან რაიონებში — +33…+37 °C-მდე.
„ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია ამ სეზონისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიცაა გვალვა, სიცხის ტალღები, აგრეთვე ცალკეულ პერიოდებში ძლიერი ნალექი“, — განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის მართვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ხათუნა კოკოსაძემ.