სომხეთის საზღვარზე, შირაქის პროვინციაში, თურქეთის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს სოფელი ხარკოვი. სოფლის ბოლო მუდმივი მცხოვრები ვაანდუხტ მელკონიანია, რომელიც აქ პირველად 60 წლის წინ ჩამოვიდა.
ოდესღაც სოფელს თურქული სახელი — ენიკეი ერქვა. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, მას უკრაინული ქალაქის პატივსაცემად ხარკოვი გადაარქვეს. სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სოფლის სახელი კიდევ ერთხელ შეიცვალა და ნორ შენი გახდა, თუმცა მელკონიანისთვის „ხარკოვი“ ერთადერთი სწორი სახელწოდებაა.

დღეს სოფელში მოსახვედრად, ჯერ მატარებლით სოფელ ანი პემზამდე უნდა იმგზავროთ. იქ ხმის ერთადერთი გამოძახილი რკინიგზის სადგურია; სიჩუმე იმდენად ღრმაა, რომ ერთი გამვლელიც კი უადგილოდ გეჩვენებათ. ამის შემდეგ საიმედო ავტომობილი დაგჭირდებათ, რადგან ხარკოვისკენ მიმავალი გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
სოფელში ჩასულს კიდევ ერთი გამოცდა გელით – შესასვლელად ნებართვა ადგილობრივი რუსი მესაზღვრეებისგან უნდა აიღოთ. სოფლის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტი 1920 წლიდან არსებობს და მის გასავლელად სპეციალური ლიცენზიაა საჭირო. უსაფრთხოების რეჟიმის გამო, აქ არანაირი პროგრამა თუ მცირე ბიზნესი არ ფუნქციონირებს – ელექტროენერგია მხოლოდ ერთადერთ შემორჩენილ დასახლებულ სახლს მიეწოდება.

მელკონიანის სახლის უკანა ეზოში ქათმები საკვებს ეძებენ და დარბიან, მოშორებით კი სომხეთისა და რუსეთის დროშები ფრიალებს. ფოტო: ერმინე ვარდანიანი
მელკონიანი, რომელიც 1936 წელს დასავლეთ სომხეთის არმავირის ოლქის სოფელ ოქტემბერში დაიბადა, ტიპურ სომეხ ბებიას ჰგავს — ის კვლავინდებურად ენერგიული და ქალურია. სახლშიც კი არასოდეს ავიწყდება იმ საყურეების გაკეთება, რომლებიც თავის მეზობელ აგუნთან ერთად 27 რუბლად (0,35 დოლარად) იყიდა. მას ხუთი შვილი, ათი შვილიშვილი და ცხრა შვილთაშვილი ჰყავს, რომლებიც მთელ სომხეთში ცხოვრობენ. მისი ვაჟი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, მისი ერთადერთი დაუოჯახებელი შვილია და დროს დედასთან ერთად ატარებს, თუმცა უმეტესად სოფლის გარეთ იმყოფება, რის გამოც მელკონიანი სოფლის ერთადერთ მუდმივ მცხოვრებლად რჩება.
„როდესაც ჩემმა ქმარმა, ღაზარ სედრაკიანმა მითხრა, რომ ხარკოვში ცხოვრობდა, ვიფიქრე, რომ უკრაინაში იყო. მომატყუეს“, -ამბობს მელქონიანი. „მაგრამ ეს სოფელი ისე შემიყვარდა, რომ [ახლა] მას არ მივატოვებ“.
ადრე სოფელში ბევრი უკრაინელი ცხოვრობდა, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. იმ პერიოდში, 1950-იან წლებში, მიწის დამუშავება შესაძლებელი იყო, თუმცა კლიმატის ცვლილებამ, ინფრასტრუქტურისა და სარწყავი წყლის არქონამ მალევე შექმნა პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ერთბაშად არ დაცარიელებულა, მელკონიანის ყველა მეზობელმა და მეგობარმა აქაურობა დატოვა.

მელქონიანი, რომელიც მხოლოდ ყოველთვიურ პენსიას იღებს, არასოდეს წუწუნებს. ის 12 ჰექტარ მიწას ამუშავებს, მაგრამ აქ, შირაქში, ბუნება არცთუ ისე გულუხვია და ქალი ხშირად შიშობს, რომ გვალვის გამო მისი მთელი შრომა შეიძლება წყალში ჩაიყაროს. მას მოშენებული ჰყავს ბოცვრები და ქათმები, თუმცა სოფელში არაფერია, ერთი მაღაზიაც კი, ამიტომ შვილები სტუმრობისას მას ყველა საჭირო ნივთსა და პროდუქტს უზიდავენ.
მელქონიანის შვილებს, როგორც წესი, სოფელში შესვლის ნებართვას ყოველწლიურად აძლევენ, თუმცა ყოველ ჯერზე მათ მესაზღვრეები ხვდებიან. ხანდახან სოფელს ტურისტებიც სტუმრობენ, რათა ანის საკათედრო ტაძრის ნანგრევები დაათვალიერონ, რომელიც პირდაპირ საზღვრის მიღმა, თურქეთში მდებარეობს. ასეთ დროს მელკონიანი მათ მეგზურობას უწევს – უყვება სოფლისა და იმ ცხოვრების შესახებ, რომელიც აქ მარტო დარჩენამდე დუღდა.
„როდესაც 1960 წელს გავთხოვდი, აქ 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა; ჩემი ქმარი სკოლის მასწავლებელი იყო, მე კი ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი“, – იხსენებს მელqონიანი. „როდესაც სკოლა დაიხურა, რადგან იქ მხოლოდ ოთხი მოსწავლე იყო დარჩენილი, ჩემი შვილები ყოველდღე ფეხით გადიოდნენ 14 კილომეტრს ბაშგიუჰის სკოლამდე“.

ქალაქ ერევნის საპატიო მოღვაწემ და კულტურის ცენტრ „კრუნკის“ ხელმძღვანელმა, ნუნე გრიგორიანმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:„კულტურის ცენტრი „კრუნკი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის ახალქალაქის მერს, მელქონ მაკარიანს, თანამშრომლობის განვითარებისა და საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურული კავშირების განმტკიცებისთვის“.ნუნე გრიგორიანმა ახალქალაქის მერს პირადი საჩუქარიც გადასცა – აზატ გარიბიანის ჯილდო „ხელები“.აზატ თორგომის ძე გარიბიანი (1923–1988) -გამოჩენილი სომეხი ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი, პედაგოგი და სომხური ხალხური ცეკვის მკვლევარი, სომხეთის სსრ სახალხო არტისტი. იგი მიჩნეულია ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად, რომელმაც ჩამოაყალიბა თანამედროვე სომხური სასცენო ხალხური ქორეოგრაფია.

ვაანდუხტ მელქონიანი. ფოტო მოწოდებულია ერმინე ვარდანიანის მიერ.
ის არასოდეს კეტავს თავისი სახლის კარს, რითაც ხაზს უსვამს, თუ რამდენად უსაფრთხოა სოფელი. ყოველ დღე, განსაკუთრებით ზაფხულში, ის 6:00 საათზე იღვიძებს, რათა ცხოველებს მოუაროს. ალაგებს, აცხობს ორცხობილებს, უყურებს ტელეგადაცემებს და კითხულობს წიგნებს. როდესაც მისი შვილი სოფელში ჩამოდის, ის დიდი ენთუზიაზმით ტრიალებს სამზარეულოში, რადგან მასთან ერთად სადილობა ძალიან მხიარულია.
„ჩემს სოფელში არასოდეს მწყინდება. ბევრს ჰგონია, რომ ჩემს შვილებს არ უნდათ ჩემი მათთან ცხოვრება, თუმცა ყველა მათგანი მუდმივად მთხოვს, რომ დრო მათ სახლებში გავატარო“, – ამბობს მელქონიანი.„მიტოვებული სოფელი სხვებისთვის შეიძლება მოსაწყენად ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის ის კვლავ ცოცხალია, ის არასოდეს კვდება“.2025 წლის ზამთარში, როდესაც თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით ოთხ მეტრს აღწევდა, მელქონიანი თავისი სახლის შესასვლელთან დაეცა. მას პანიკაში არ ჩავარდნილა – მთელმა სასაზღვრო რაზმმა იგი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მან სოფელი დატოვა. ყოველ ჯერზე, როცა შვილები სთხოვენ, რომ წამოვიდეს, ის პასუხობს: „გინდათ, რომ დროზე ადრე მოვკვდე?“ტექსტილის მივიწყებული ტრადიცია
მთელ შირაკის ოლქში, განსაკუთრებით კი არტიკის ტერიტორიაზე, სადაც კლიმატი ზედმეტად არახელსაყრელია მეცხოველეობისთვის და სარწყავი წყლის პრობლემებიც არსებობს, ბევრი სოფელი დღითიდღე იცლება.მთიან სოფელ ბარძრაშენში მხოლოდ 10 მუდმივი მცხოვრებია დარჩენილი, რომელთა 80% პენსიონერია. ადგილობრივი სკოლა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიხურა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მისი შენახვა სულ რაღაც ორი-სამი ბავშვისთვის. მას შემდეგ, რაც ოჯახების უმეტესობამ სოფელი დატოვა, გზას სათანადოდ აღარ უვლიან და ახლა ის წელიწადში დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში გაუვალია ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის. ბარძრაშენში არ არის გაზმომარაგება, ხოლო წყალმომარაგების სისტემა შეფერხებებით მუშაობს.თუმცა, რამდენიმე ათეული წლის წინ ბარძრაშენი ცნობილი იყო თავისი ქალებით, რომლებიც „მინდარს“ კერავდნენ – ქსოვილზე შესრულებულ ფერად ორნამენტებს, რომლებსაც ლეიბებისა თუ ბალიშების დასამზადებლად იყენებდნენ.

რუზანა მელიქიანის მიერ შექმნილი „მინდარის“ ნიმუში. ფოტო მოწოდებულია ერმინე ვარდანიანის მიერ.„ეს არ არის უბრალოდ ერთმანეთზე მიკერებული ნაირფერადი ქსოვილის ნაჭრები. დედაჩემი ამბობდა, რომ ყოველ ორნამენტს თავისი ადგილი უნდა ჰქონოდა, თორემ ოჯახიდან კურთხევა (ბარაქა) გაქრებოდა“, – იხსენებს 66 წლის რუზანა მელიქიანი.მელიქიანი, სოფლის ერთ-ერთი უკანასკნელი მცხოვრები, ბარძრაშენში 44 წლის წინ, გათხოვების შემდეგ დასახლდა. იგი 50 წელზე მეტია „მინდარების“ კერვითაა დაკავებული; თავიდან ეს საქმე დედისგან ისწავლა, მოგვიანებით კი – ბარძრაშენელი სხვა ქალებისგან, რომელთაგან ბევრი ამ ხელობის ნამდვილი ოსტატი იყო.„ყოველი „მინდარი“ გარკვეული შემთხვევისთვის იყო განკუთვნილი. არსებობდა ერთი — პურის ქვეშ დასაფენად, სპეციალური – სტუმრების დასასხდომად, ცალკე -ოჯახის წევრებისთვის და ასევე „მინდარი“ ქორწილებისა თუ დაკრძალვებისთვის“, -იხსენებს ის.მელიქიანი ადრე ქსოვილის ნარჩენებს აგროვებდა, რათა მათგან ახალი რამ შეექმნა. მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ ქსოვილს ამატებდა, თითქოს მასთან ერთად ახალი ისტორიაც იბადებოდა.„ახლა სახლში „მინდარები“ აღარ გვაქვს. ჩვენს დროში ქალიშვილებსა და რძლებს „ძველმოდური“ სტილის ნივთები არ მოსწონთ. ისინი ცდილობენ თავიდან მოიშორონ ბევრი ისეთი ნივთი, რაც ადრე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო“, – ამბობს მელიქიანი.

რუზანა მელიქიანი და მისი ერთ-ერთი „მინდარის“ ნიმუში. ფოტოები მოწოდებულია ერმინე ვარდანიანის მიერ.თავისი ცხოვრების მანძილზე მან თითქმის 1000 „მინდარი“ შეკერა. ზოგიერთ მათგანს მრავალი თვის შრომა დასჭირდა, თუმცა, თუ გარშემო ბავშვები არ დარბოდნენ და საოჯახო საქმეებიც არ იყო, ჩვეულებრივ, სამი დღეც საკმარისი აღმოჩნდებოდა ხოლმე. მაგრამ ახლა მელიქიანი აღარ კერავს – ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ასევე იმიტომ, რომ სოფელში ქორწილები აღარ იმართება და ცერემონიების დროს „მინდარების“ გამოყენება აღარავის უნდა.მელიქიანის შვილი და რძალი, ისევე როგორც სოფლის მრავალი ყოფილი მცხოვრები, უკეთესი ცხოვრების საძიებლად წავიდნენ. ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ბარძრაშენი საკმაოდ ღარიბ სოფლად ითვლებოდა, სადაც სამუშაოს პოვნა შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით – ქალებისთვის. სოფელში დასაქმების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, გარდა საძოვრების არაფორმალური გამოყენებისა, და აქ არც სახელმწიფო და არც კერძო დაწესებულებები არ ფუნქციონირებს. ერთადერთ შესაძლო საქმიანობას სეზონური მეცხოველეობა წარმოადგენს და მწყემსები ღამის გასათევად ხშირად მიტოვებულ სახლებს იყენებენ.„არასოდეს მიმუშავია, რადგან არც სკოლა იყო და არც სხვა რაიმე ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანი რაიმეთი დაკავდებოდა“, – იხსენებს მელიქიანი.„ჩვენი სოფელი არასოდეს ყოფილა მდიდარი, რადგან ყოველთვის ძალიან შორს, მთებში მდებარეობდა. გეგონება, იქ, ჰორიზონტს მიღმა, სამყარო საერთოდ არ არსებობს, მაგრამ მე აქ ცხოვრება მიყვარს და წასვლა არ მინდა“.„უკეთესი მომავლისხილვის სწრაფვა“
მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ სწორედ ინფრასტრუქტურის არქონა აიძულებს ახალგაზრდებს, დატოვონ სოფლები და ქალაქებში გადავიდნენ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება.ანი პემზა შირაკის ერთ-ერთი დასახლებაა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ურბანიზებული ისტორია აქვს: თავდაპირველად იგი მუშათა დასახლებას წარმოადგენდა, რაც დღეს ართულებს სასოფლო-სამეურნეო ცხოვრების წესზე გადასვლას. იგი დაარსდა 1926 წელს, ქვის გადამამუშავებელი ქარხნის გაშვებასთან დაკავშირებით და მიჩნეულია ერთ-ერთ პირველ სამრეწველო დასახლებად, რომელიც სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აშენდა. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ქვის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ქარხანას უკავშირდება; ეს მხარე მდიდარია პემზით (მსუბუქი ქვა), ტუფითა და ბაზალტით.ოფიციალური მონაცემებით, სოფელში 400-ზე ოდნავ მეტი ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა რეალურად იქ მხოლოდ 260 ცხოვრობს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოსახლეობის ბუნებრივი მატება თითქმის ნულოვანი იყო. მოსახლეობის დაახლოებით 35%-ს პენსიონერები შეადგენენ, ხოლო 18–35 წლის ახალგაზრდების წილი დაახლოებით 20%-მდე შემცირდა.

ანი პემზა. ფოტო Wikimedia Commons-იდან.ამ სოფლის ერთადერთი განსხვავება შირაკის სხვა დაცარიელებული სოფლებისგან ის არის, რომ აქ დღემდე ფუნქციონირებს საშუალო სკოლა, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება. თუმცა, სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, რაც ბავშვის განვითარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ბევრი ახლად შექმნილი ოჯახი სწორედ ამ ნაკლოვანების გამო არ ისურვებს აქ ცხოვრებას.31 წლის ლილით ამბოიანი ანი პემზაში დაიბადა და ახსოვს, რომ ჯერ კიდევ მის ბავშვობაში სოფელი სავალალო მდგომარეობაში იყო. ყოველ წელს, როდესაც ის მომდევნო კლასში გადადიოდა, სოფლიდან კიდევ ერთი ოჯახი მიდიოდა. მაგრამ ახლა, მისი თქმით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან ადამიანები სხვადასხვა ქალაქში მიემგზავრებიან, ხედავენ, როგორ ცხოვრობენ სხვები, და ახალი ცხოვრების დაწყებას ანი პემზისგან შორს ამჯობინებენ.„ერევანში 10 წელზე მეტხანს ვიცხოვრე და ბებიის გამო დავბრუნდი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და კარგი მოვლა სჭირდებოდა“, — იხსენებს ამბოიანი.„ახლა სოფელში ორი მთავარი ფაქტორი მაკავებს: ბებიაჩემი და ჩემი მოსწავლეები. ჩემი მოტივაცია ბავშვების ის მცირე რაოდენობაა, რომლებთანაც ვმუშაობ; მე შთამაგონებს სურვილი, მათთვის უკეთესი მომავალი ვიხილო“.

ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ ანი პემზაში. ფოტო მოწოდებულია Shant News-ის მიერ.ხელფასი, რომელსაც ამბოიანი მათემატიკის მასწავლებლად მუშაობისას იღებს, მის ყველაზე ელემენტარულ საჭიროებებსაც კი ვერ ფარავს. ამიტომ იგი არ გეგმავს სკოლაში დიდხანს დარჩენას, მით უმეტეს, რომ მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება და მან არ იცის, რა იქნება მომავალში. ამბოიანი ყველაფერს აკეთებს ბავშვების დასაჭერად, თუმცა ამჩნევს, რომ ხანდახან რთულია მათი მოტივირება ისეთ ადგილას, სადაც აშკარაა, რომ არაფერი ხდება.„უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სოფლიდან ქალაქში ხალხის გადასახლება უფრო თვალსაჩინო გახდა. რა თქმა უნდა, დეპოპულაციის პროცესი უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ ბოლო სამ-ხუთ წელიწადში ეს განსაკუთრებით თვალში საცემი შეიქმნა“, — ამბობს ამბოიანი OC Media-სთან ინტერვიუში.მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც სოფელს ტოვებს, ახალგაზრდა ოჯახებია, რომლებიც ქალაქში გეგმავენ ცხოვრებას. სიმშვიდე სოფლის მთავარი ხმაა, ამბობს ამბოიანი და აღნიშნავს, რომ სევდიანია იმის ყურება, თუ როგორ ტოვებენ ადამიანები ნელ-ნელა თავიანთ მამაპაპისეულ სახლებს. დასაქმების ძირითად წყაროდ კვლავ რჩება ქვის კარიერები, რუსული სამხედრო ბაზა და მცირე რაოდენობით სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი დაწესებულებები. სასოფლო-სამეურნეო მიწების უდიდესი ნაწილი წვიმის წყლით ირწყვება, ხოლო მეცხოველეობა მხოლოდ მცირე ფერმერული მეურნეობების დონეზეა განვითარებული. სოფელში მხოლოდ ერთი პატარა მაღაზიაა.„მაგალითად, თუ გადაწყვეტთ რაიმე გემრიელის მომზადებას, უამრავი ვარიანტის გადამოწმება გიწევთ, რომ საჭირო ინგრედიენტები იპოვოთ. საბედნიეროდ, მე ხშირად დავდივარ ერევანში, მაგრამ ადგილობრივებს ეს შესაძლებლობა არ აქვთ; ისინი დაუსრულებლად შრომობენ და ძალიან ცოტას გამომუშავებენ“, — ამბობს ამბოიანი.

სასაზღვრო ღობე ანი პემზაში. ფოტო მოწოდებულია Shant News-ის მიერ.ვინაიდან ეს სასაზღვრო დასახლებაა, მცხოვრებლები იღებენ ნაწილობრივ კომპენსაციას ელექტროენერგიაზე, გაზსა და მიწის გადასახადზე, თუმცა აქ არ არსებობს განსახლების მხარდამჭერი პროგრამა. სოფელში არ ხორციელდება განვითარების აქტიური პროგრამები და არ არის მხარდაჭერა ბიზნესის ან სოფლის მეურნეობისთვის.ამბოიანი არ არის დარწმუნებული, დარჩება თუ არა სოფელში მომავალი ხუთი წლის განმავლობაში. ახლა მას აქ მხოლოდ ბებია აკავებს, და კიდევ, როგორც თავად ამბობს, ის საოცარი ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც აქ ჩამოუყალიბდა.შირაკის მთელ დაცარიელებულ ნაწილში სახლები ცარიელდება, ბავშვების ხმები თანდათან წყდება, სოფლების ძველი სიცოცხლე კი ქრება. ყოველ მიტოვებულ სახლთან არის დაკავშირებული ისტორია, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ამის ნაცვლად, სიჩუმე ერთგვარ უსიტყვო მოწმედ იქცა ოდესღაც აქტიური ცხოვრებისა, იმ ყოველდღიურობისა, რომელიც დილასა და საღამოს აფორმებდა, და იმ თემებისა, რომლებიც ერთმანეთს წლებისა და სეზონების განმავლობაში უჭერდნენ მხარს. მიმდინარე ემიგრაციისა და უკანასკნელი მოხუცი მცხოვრებლების წასვლის ფონზე, მალე შეიძლება აქ აღარავინ დარჩეს.ავტორი — ქუშანე ჩობანიანისტატია ქვეყნდება OC Media-სთან კონტენტის გაცვლის პარტნიორობის ფარგლებში.