რუსეთი სომხეთის ყველა საწარმოდან თევზის პროდუქტების იმპორტი შეზღუდა.
მედიის ინფორმაციით, „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთის კიდევ ორ უმსხვილეს საწარმოს პროდუქციის სერტიფიცირება იქამდე შეუწყვიტა, ვიდრე აღმოჩენილი დარღვევები არ აღმოიფხვრება. აღნიშნული გადაწვეტლება ნიშნავს, რომ ამ დროისთვის სომხეთიდან რუსეთში ყველანაირი თევზეულის იმპორტი შეჩერებულია.
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარღვევების გამო სომხეთს ყველა თევზის პროდუქტის სერტიფიცირების დროებით შეჩერება მოსთხოვეს.
„მოგვიანებით, მასალების ანალიზის დროს, მომზადდა წინასწარი ანგარიში და ვიდრე აღმოჩენილი დარღვევები არ აღმოიფხვრება და საჭირო დამადასტურებელი მასალები არ იქნება წარდგენილი, აღნიშნული საწარმოების პროდუქციის სერტიფიცირება დროებით შეჩერდება“, – იტყობინება „როსელხოზნადზორი“.
„როსსელხოზნადზორში“ აცხადებენ, რომ სომხურ მხარესთან თანამშრომლობენ თევზის პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.