გლობალურ ბაზარზე ოქრო იაფდება – რა ღირს გრამი საქართველოში?გლობალურ ბაზარზე ოქრო იაფდება – რა ღირს გრამი საქართველოში?
გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაიაფებას განაგრძობს.

ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 70 დოლარით შემცირდა და 4 156 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემებზე დაყრდნობით, დღიურად ძვირფასი ლითონის ფასი 1.7%-ით არის შემცირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 7%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 25%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში?
დღეის მდგომარეობით, 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 364 ლარი ღირს, მაშინ როცა გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით 368 ლარი იყო.