მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
უფრო კონკრეტულად „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, კვირის დინამიკას:
15 ივნისს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იმ დღეს მოქმედებდა, 2.6577 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0848 ლარი გახდა. მაშინ, როცა იმ დღეს მოქმედი კურსი 3.0768 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0080 ლარი შეადგინა.
16 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6554 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0009 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.0835 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0013 ლარი შეადგინა.
17 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0011 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.0787 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.
18 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0016 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.0408 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0379 ლარი შეადგინა.
19 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0022 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.0377 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0031 ლარი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0058 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0471 ლარით გამყარდა.